ბათუმში ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 15:35 | 15.03.2016
ნანახია: 1277

ბათუმში ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ მრავალსართულიანი სახლების ეზოების კომუნალური სისტემების რეაბილიტაციის პროგრამას ახორცილებს. რეაბილიტაცია გულისხმობს საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებასა და ეზოების მოპირკეთებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 7 ეზოს კეთილმოწყობა.

მერიის ინფორმაციით, უკვე გამოცხადდა ტენდერი 11 ეზოს რეაბილიტაციაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე