გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნას დაესწრება

საქართველო, თბილისი - 13:27 | 15.03.2016
ნანახია: 1558

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნას დაესწრება.

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ინფორმაციით, ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. IUHB მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. 

ჰოსპიტალი ოფიციალურად 16 მარტს 14:00 საათზე გაიხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე