რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის ნაკლებობამ

საქართველო, თბილისი - 12:42 | 15.03.2016
ნანახია: 4348

გაუწყლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამოხლოდ ჯანმრთელობის პრობლემები, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობის დისბალანსიც. სპეციალისტები სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ქალებს ურჩევენ დღეში 2 ლიტრამდე წყალი მიიღონ. თუმცა ეს რჩევა რა თქმა უნდა მამაკაცებსაც ეხებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება. ექიმებმა საშიში შედეგების ტოპ-6 შეადგინეს, რომელიც შესაძლოა წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ გამოიწვიოს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

წყლის მცირე რაოდენობით მიღება უპირველეს ყოვლისა აისახება ჯანმრთელობაზე. ადამიანებს, რომლებიც წყლის დღიურ ნორმას არ იღებენ, შესაძლოა თირკმელებში კენჭები გაუჩნდეთ. ასევე შესაძლებელია გაიზარდოს მსხვილი ნაწლავის კიბოსა და ინსულტის განვითარების რისკიც.

მეტაბოლიზმის გაურესება

მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში სითხის დეფიციტი ნეგატიურად აისახება ადამიანის მოსვენებულ მდგომარეობაში კალორიების დაწვაზე. მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად ჩქარდება, როდესაც ორგანიზმი სითხის საკმარის რაოდენობას იღებს.

პროდუქტიულობის დაქვეითება

ლონდონის ფსიქიატრიულ კოლეჯში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც ცოტა რაოდენობით წყალს სვამდნენ, ამოცანებს ნაკლებად ეფექტურად ხსნიდნენ, ვიდრე ის სტუდენტები, რომლებიც სითხის საკმარის რაოდენობას იღებდნენ.

მადის მომატება

სითხის ნაკლებობის დროს, ადამიანი მუდმივად შიმშილის გრძნობას განიცდის, თუმცა სინამდვილეში ის მხოლოდ წყურვილით იხრჩობა. ჭამამდე ხოტა ხნით ადრე ერთი ჭიქა წყლის მიღების შედეგად ადამიანი მცირე რაოდენობით საკვებს მიირთმევს. შესაბამისად მისი ორგანიზმი ნაკლებ კალორიებსაც იღებს. ამასთან ჭარბ წონას უფრო ადვილად ამარცხებენ ისინი, რომლებიც დღეში 2 ლიტრ წყალს სვამენ.

ნაოჭების გაჩენა

ადამიანი, რომელიც მცირე რაოდენოთ წყალს სვამს, მალე ბერდება. უარესდება მისი სახის კანის ფერი და ხარისხი, შედეგად კი უჩნდება მრავალი წვრილი და მსხვილი ნაოჭი.

დეპრესია

რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაუწყლოებისას ადამიანი დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრაზესა, და დაძაბულობას განიცდის. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა დეპრესია გამოწვიოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე