მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობები გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 12:13 | 15.03.2016
ნანახია: 1457

ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა11 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“.სომხეთის მხრიდან შემოსული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ7555,88 ლარის ღირებულ;ების, საერთო წონით 111,76 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ავტომობილს მართავდა ყაზახეთის მოქალაქე მ.ზ. .

მსგავსი ფაქტი მოხდა 13 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. საქართველოს მოქალაქე ნ.რ.ო.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 101,2  გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5706,68 ლარი.

ორივე შემთხვევაში, მგზავრებს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 7555,88 ლარისა და5706,68 ლარის ოდენობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე