აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე - დაშავებულია 8 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:58 | 15.03.2016
ნანახია: 2578

რამდენიმე წუთის წინ, აფეთქება მოხდა ნუცუბიძის პირველ პლატოზე. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ჩასამონტაჟებელი გაზის ბალონი აფეთქდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომლებიც სტამბაში და საკანცელარიო ნივთების საწყობში მუშაობდნენ.

დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე