ფარული ჩანაწერები - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 15.03.2016
ნანახია: 2052

კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ეს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს უკავშირდება.

ჯამალაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. მანამდე მისი ადვოკატის ინფორმაციით, ოფიციალური ბრალდება ჯერ უცნობია. თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლეც, მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ბინიდან კომპიუტერის სხვადასხვა ნივთები და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნომებერში კიბერ დანაშაულისთვის კომპიუტერში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს, ის გირაოთია გათავისუფლებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე