აჭარაში, 2015 წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, ერთ სულ მოსახლეზე 3 450 ლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 14.03.2016
ნანახია: 1302

აჭარაში, 2015 წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, ერთ სულ მოსახლეზე 3 450 ლარი შეადგინა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2 528 ლარს შეადგენდა, 2013 წელს კი - 1 805 ლარს.

აღნიშნული მონაცემები კი რაც თავის მხრივ კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტების ზრდითაა განპირობებული.

„კომერციული ბანკების მიერ 2015 წელს გაცემულმა სესხებმა რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე შეადგინა 3 450 ლარი. აჭარის რეგიონში გაცემულ სესხებზე (ნაშთების მიხედვით) მოდის ქვეყნის საბანკო სექტორის ჯამური სასესხო პორტფელის 7.9%. ამასთან, რეგიონის დონეზე, მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელმა შეადგინა 55.8%-ს, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა - 63.4%“, აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე