აჭარაში, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე გაცემული სესხების 56%-ი ვაჭრობაზე მოდის

საქართველო, თბილისი - 15:18 | 14.03.2016
ნანახია: 1376

აჭარაში, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე გაცემული სესხების 56%-ი ვაჭრობაზე მოდის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კომერციული ბანკების მიერ 2015 წელს ეკონომიკის სექტორებზე გაცემულმა სესხებმა  414 869.2 ათასი ლარი შეადგინა.

„სექტორულ დაკრედიტებაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით გამოირჩევა ვაჭრობა (56%). შინამეურნეობებზე გაცემულმა სესხებმა კი შეადგინა 746 228.8 ათასი ლარი, რომელშიც უდიდესი წილი უჭირავს სამომხმარებლო სესხებს (45%)“, აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ეკონომიკის სექტორებზე გაცემულმა სესხებმა მთლიანი სესხების 36% შეადგინა, ხოლო შინამეურნეობებზე გაცემულმა სესხებმა - 64%. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს აჭარაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ 1 161 098.0 ათასი ლარის ოდენობის სესხი გაიცა. 2015 წელს რეგიონში გაცემული სესხების 71%-ი გრძელვადიან სესხს წარმოადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე