2015 წელს აჭარაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ 1,2 მლრდ ლარის სესხი გაიცა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 14.03.2016
ნანახია: 1268

2015 წელს აჭარაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ 1 161 098.0 ათასი ლარის ოდენობის სესხი გაიცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს რეგიონში გაცემული სესხებიდან 71%-ი გრძელვადიან სესხს წარმოადგენს.

სტატისტიკური ინფორმაცია აჩვენებს, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით აჭარაში კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტება გაზრდილია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებიდან ირკვევა ისიც, რომ რეგიონში გაცემული სესხების უმეტესობა უცხოურ ვალუტაშია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ მოზიდულ იქნა 779 716.4 ათასი ლარის დეპოზიტები, რომელშიც უცხოური ვალუტით დენომინირებულმა დეპოზიტებმა 63%-ი შეადგინა. უცხოეთის ქვეყნებიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა ჩარიცხვების სახით შეადგინა 163 079.9 ათასი ლარი, ხოლო გადარიცხვებმა - 73 399.5 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 15 კომერციული ბანკი (13 ფილიალი / 73 სერვის ცენტრი) მოქმედებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე