ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მიზანთან, შემდეგი ნაბიჯი იქნება მიწვევა ნატო-ში, ხოლო შემდეგ სრული გაწევრიანება - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 08:15 | 12.07.2024
ნანახია: 1796

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ როცა ომია, ძნელია წარმატებაზე საუბარი. მისივე თქმით, დღეს ის უკრაინის წარმატებად მიიჩნევს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფ მიღებას.

ამის შესახებ ზელენსკიმ ვაშინგტონში  ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მიზანთან. შემდეგი ნაბიჯი იქნება მიწვევა ნატო-ში, ხოლო შემდეგ სრული გაწევრიანება", - განაცხადა მან.

თუმცა, ზელენსკის თქმით, დღეს, როცა ომია, ძნელია წარმატებაზე საუბარი. ნამდვილი წარმატება კი, მისი თქმით, არის გამარჯვება ომში, რადგან თუ უკრაინა წააგებს, ომი ნატო-მდეც მიაღწევს. მივა

პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის ბოლო მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმაზე უკრაინაზე და განაცხადა, რომ წარმატება იქნება უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა.

„დღეს წარმატებას ვხედავთ იმაში, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შემოვა მეტი სისტემა, ჩვენ ძლიერი ხალხისგან ძლიერ ნაბიჯებს ველით   წარმატება იქნება უკრაინა იქნება ნატო-ში“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ უკრაინას ჰყავს ძლიერი ხალხი, ძლიერი არმია, რომელიც ამდენი ხანი უპირისპირდება პუტინს.

შეგახსენებთ, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა ნატო-ს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე