“ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა - პაატა მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 14:18 | 04.07.2024
ნანახია: 4629

„ქართული ოცნება“ წარმოადგენს ღიად ანტი-ქართულ ძალას, - ამის შესახებ ტრატეგია აღმაშენებლისა და გამარჯვების პლატფორმის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ღიად ანტი-ქართულ ძალას. არ დაუჭირეს მხარი მთელ რეზოლუციას, რომელიც სამ მთავარ პირობას აყენებს: რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა, ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მოითხოვს ოკუპანტების ჯარის საქართველოდან წასვლას.

ამას ახსნა და დასაბუთება არ აქვს, ეს არის პირდაპირი მტრობა ეროვნული ინტერესის. არაფერს არ უჭერენ მხარს, ყველა პარტნიორთან აფუჭებენ ურთიერთობას. რად გვინდა ისეთი მთავრობა, რომელიც არცერთ რეზოლუციას არ უჭერს მხარს და არცერთ პარტნიორთან არ აქვს ნორმალური ურთიერთობა. რა არის გამოსავალი? გადატვირთვა ახსენა კობახიძემ, დიახ, გადატვირთვა გვჭირდება, უნდა გადავტვირთოთ საქართველო, რომელიც ამძიმებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს მიიღო რეზოლუცია, როემლშიც გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის მიერ უაგენტების კანონის მიღება. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების' წარმომადგენლებმა.

ამასთან დაკავშირებით, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ინიციატივა, ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, უარყოფილ იყო და რეზოლუციაში ის არ გაითვალსწინეს და ამიტომ სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე