დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

საქართველო, თბილისი - 12:15 | 04.07.2024
ნანახია: 1468

დიდ ბრიტანეთში, 4 ივლისს, ვადამდელი საპარლამენტო - თემთა პალატის არჩევნები იმართება. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და მისი კონსერვატიული პარტია დიდი მარცხის საფრთხის წინაშე დგანან, რის შედეგადაც,  დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, კონსერვატიული 14-წლიანი მმართველობა დასრულდება.

გამოკითხვები სენსაციურ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას კირ სტარმერის ხელმძღვანელობით. YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ლეიბორისტებმა შესაძლოა, 1832 წლის შემდეგ საუკეთესო რეზულტატს მიაღწიონ და მოიპოვონ თემთა პალატის 650-დან 431 ადგილი.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ლეიბორისტულ პარტიას შესაძლოა 484 ადგილი შეხვდეს . მაისის ბოლოს პარლამენტის დათხოვნისას მათ 202 მანდატი ჰქონდათ.

ამავდროულად, ქვედა პალატაში კონსერვატორები 102-მდემანდატის მოპოვებას შეძლებენ. ”ის, რასაც ახლა ვხედავთ, არასოდეს მომხდარა ბრიტანეთის პოლიტიკურ ისტორიაში,” - განაცხადა YouGov-ის ერთ-ერთმა ექსპერტმა Sky News-თან ინტერვიუში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე