ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 25.06.2024
ნანახია: 456

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. იუწყება გერმანული გამოცემა Bild

შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.

უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.

ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე