აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის კვლევას/გამოკითხვას ატარებს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 14.03.2016
ნანახია: 1409

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის კვლევას/გამოკითხვას ატარებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყება ახორციელებს საბიუჯეტო პროგრამას "რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა".

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმების ორგანიზებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდაა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფორუმები ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობის  ფორმატს. კერძოდ, აჭარის რეგიონში მოქმედ კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, პირდაპირი შეხვედრები (B2B) გამართონ სამიზნე ქვეყნების კომპანიებთან

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მოეწყო ბიზნეს ფორუმები: აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში, ბელორუსსა და პოლონეთში.

სამინისტრო ატარებს გამოკითხვას, რათა განისაზღვროს, თუ რა სახის ინტერესი აქვთ რეგიონში მოქმედ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე.

ბიზნეს ფორუმების დაგეგმვას/ორგანიზებას  აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს, ფორუმებში მონაწილე კომპანიები კი  მხოლოდ საკუთარი ხარჯებს ფარავენ.

PS. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში:

https://docs.google.com/forms/d/1YeQa5y2nA2tnBkBkwmU8ogBuwvP9zit5PhL_SZ7ygTc/viewform?c=0&w=1




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე