თბილისში საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.03.2016
ნანახია: 1329

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრს არზიბეკ კოჟოშევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყირგიზეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტადაა გასაღრმავებელი.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ყირგიზეთი დაინტერესებულია, გაეცნოს და გაიზიაროს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა. მათ შორის დასახელდა თავისუფალი ინდუსტრიული და თავისუფალი ტურისტული ზონები, საბაჟო რეფორმა, მეწარმოების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამები და სხვ.

უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თბილისში   საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე