გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 01.10.2015
ნანახია: 1804

საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დიასპორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით მიმართა და ქართველი ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პროცესებზექვეყნის საგარეო კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველი ემიგრანტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიზნესში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების, როგორც გამოცდილ მეწარმეთა უნარების გამოყენება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

"უმნიშვნელოვანესი საკითხია აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენს დიასპორასთან და მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე აქტიური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან

ამ დიალოგში, უნდა არსებობდეს  ინფორმაცია, საჭიროებების და  ინტერესების შესახებ და ამ მოთხოვნებს სახელმწიფო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა პასუხობდეს.

ემიგრანტების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისგამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც შესაძლებელია თქვენი ჩართვა და ეს, პირველ რიგშისახელმწიფო მმართველობაა.

თქვენ ხართ ნაწილი იმ საზოგადოების, ისეთი სახელმწიფო მოწყობის, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს გენშტაბის უფროსი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

დისკუსიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა ქართული დიასპორისათვის მიღება გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორასთან.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე