კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - ანა წითლიძე

საქართველო, თბილისი - 14:06 | 22.04.2024
ნანახია: 784

კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი ყქმით, მოსახლეობა ევროპული მომავლის განზრახვაში ერთიანია.

„კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება მხოლოდ. კარგად ესმით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ არასდროს საქართველო ასეთი ერთიანი არ ყოფილა, როგორც მის ევროპულ არჩევანშია, მთელ საქართველოსთან დაპირისპირება მათ მოუტანს მხოლოდ ერთადერთ შედეგს და ეს შედეგი არის მათი დამარცხება,“ - ამბობს წითლიძე. 

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ  საყოველთაო-სახალხო შეკრება დააანონსა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე