საქართველო უკრაინაში წარმოებული შოკოლადისათვის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია

საქართველო, თბილისი - 11:51 | 14.03.2016
ნანახია: 1399

საქართველო უკრაინაში წარმოებული შოკოლადისათვის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. როგორც უკრაინის სტატისტიკის სამსახურში განმარტავენ, ყაზახეთი, საქართველო და ბელორუსი უკრაინული შოკოლადის მთავარი იმპორტიორები არიან.

უკრაინის სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ქვეყანამ 9,3 მლნ დოლარის შოკოლადის ექსპორტი მოახდინა, ეს იმ ფონზე როდესაც იმპორტმა 5,9 მლნ დოლარი შეადგინა.

ზამთრის პერიოდში უკრაინამ 16,1 მლნ დოლარის ღირებულების 6,9 ატასი ტონა შოკოლადის ექსპორტი განახორციელა. საანგარიში პერიოდში შოკოლადის იმპორტი კი 8,5 მლნ დოლარის (1,8 ათასი ტონა) დონეზე დაფიქსირდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში შოკოლადის ბაზარზე ძირითადად პოლონეთი, გერმანია და ნიდერლანდები ლიდერობენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს უკრაინამ 158,9 მლნ დოლარის ღირებულების შოკოლადის ექსპორტი განახორციელა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე