ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას - მეთიუ მილერი

საქართველო, თბილისი - 09:53 | 16.04.2024
ნანახია: 595

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას გადაიყვანს ევროპული გზიდან.

შეკითხვას, როგორ შეესაბამება, ქართველი ხალხის და მთელი დასავლეთის მიერ დაგმობილი და მხოლოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კანონი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მილერმა უპასუხა:

"უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კვლავაც ღრმად  შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი დაბრკოლებას  შეუქმნის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, დღეს ამ საკითხს აქ დავტოვებ და არ ვილაპარაკებ შედეგებზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება", - თქვა მილერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე