გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ - ოლაფ შოლცი
საქართველო, თბილისი - 16:01 | 12.04.2024 ნანახია: 890გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.
„გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არა მარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ პროცესის დაჩქარება საქართველოს სრული უმრავლესობის მოქალაქეების სურვილია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში პრობლემებზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. კანონს მიმართ აგენტების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის არარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - განაცხადა შოლცმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა