გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირი, კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს, იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს კანონს - ოლაფ შოლცი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
საქართველო, თბილისი - 16:00 | 12.04.2024 ნანახია: 908გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი, 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.
„აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ მთავრობის სურვილია, არამედ გახლავთ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილი, იმ მოსახლეობის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. ამიტომაც, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს და ევროპასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადებებისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვითარებაში პრობლემებზეც არის საუბარი. ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერს პრეკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „თქვენ ისაუბრეთ გამჭირვალობის კანონზე და იმედი გამოთქვით, რომ ამ ფორმით საქართველო არ მიიღებს კანონს. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისიასაც აქვს იგივე სახის ინიციატივა ინიცირებული. ვიცით, რომ ევროპაში აქტუალურია ამ სფეროს რეგულაციები, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი. ჩვენთვის საინტერესოა, ამ ფონზე რატომ არიან შეშფოთებული ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე ან მსგავსი ფორმით არსებული რეგულაციები მოქმედებს ევროპაში და შეერთებულ შტატებში?“ პასუხად ოლაფ შოლცმა აღნიშნა:
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა