იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 14.03.2016
ნანახია: 1228

2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1133 მლნ. აშშ დოლარი (1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 მარტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე