გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
საქართველო, თბილისი - 14:57 | 26.03.2024 ნანახია: 665გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა, რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა გაუკვირდეს, არჩევნებზე თუ ბარიერს ვერ გადალახავს.
„შემდეგ „ნაცმოძრაობას“ გაუკვირდება, რატომ ვერ გადალახეს ბარიერი, ვერ გადალახავ ასეთი ლიდერის ხელში. ჩვენ გვახსოვს 2003 წელი, როდესაც წალენჯიხიდან დაიძრა ავტობუსი, რომელიც იყო იმედის, განვითარების, დემოკრატიის სიმბოლო, ასე ეგონა მთელ მოსახლეობას. აქვე შეგახსენებთ, ჩემი ოჯახის წევრები იქ არ იყვნენ, პირიქით ოპოზიციაში ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, შევარდნაძე და ესენი ერთი კლანი იყვნენ მაშინაც. მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა ამ კაცის. ცოტა ხანში გავშიფრეთ და ყველამ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ეს ტირანია და დიქტატორიზმი, რაც „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. ახლა სიმბოლური იყო, რომ ხუთი მანქანა მოჰყვებოდა, ავტობუსიც ვერ დაიქირავეს. ხუთ მანქანის მეტი ვერ ნახეთ? მე ვთხოვდი ვინმეს და დაგამატებდით კიდევ ორს, „ხაბეს“ ხათრით. ასეთი სასაცილოები ხართ, იმიტომ რომ თქვენმა არასწორმა, მწვალებლურმა, უსამშობლო პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ფეხებზე გკიდიათ, მიგიყვანათ აქამდე. ატრიალეთ ახლა დროშა, ის ხუთი მანქანა და აბრიყვეთ ბელადი და შემდეგ თქვენ“, – განაცხადა ზარქუამ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა