ევროპის საუკეთესო ლოუკოსტერად Transavia აღიარეს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 14.03.2016
ნანახია: 1456

საიტმა Flight Report-მა წლის საუკეთესო, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგი თავად მგზავრების გამოკითხვის შედეგად გაკეთდა, რომლებიც თავის მხრივ თითოეული რეისის შემდეგ ავიაკომპანიას 10 ქულიანი სისტემით აფასებდნენ.

როგორც კვლევა და შესაბამისი რეიტინგი აჩვენებს, 10 ქულიანი სისტემით, ჰოლანდიურმა ავიაკომპანია Transavia-მ (შედის Air France-KLM-ის ჯგუფში) 7,47 ქულა მიიღო.

მეორე ადგილზე, 7,42 ქულით ავიაკომპანია Norwegian-ია. „შესანიშნავ სამელში“ მოხვდა ასევე airBaltic-ი, რომელმაც 7,23 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ბრიტანული ავიაგადამზიდავი easyJet-ი მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, ხოლო ირლანდიური Ryanair-ი კი მერვე ადგილს.

უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიების რეიტინგი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდა. ესენია: სალონის კომფორტი, ბორტგამცილებელთა კეთილგანწყობა და ყურადღება, შემოთავაზებული საკვებისა და სასმელის ხარისხი და ასევე ბორტზე განტვირთვის ორგანიზებულობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე