შენგენის ზონაში თუ გადავადგილდებით უვიზოდ, აშშ-ში რა პრობლემაა? ცალმხრივი გამიგია მიჯნურობა, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი - ბექა ოდიშარია
საქართველო, თბილისი - 16:46 | 19.03.2024 ნანახია: 886შენგენის ზონაში თუ გადავადგილდებით უვიზოდ, აშშ-ში რატომ უნდა იყოს პრობლემა, როგორ გავბედეთ, რომ ეს ვთხოვეთ პარტნიორს? პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა და ოპოზიციას მიმართა.
„ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია დღეს ხმამაღლა გაჰყვიროდა, თითქოს ქართველებმა მეგობრობა არ ვიცით და უმადურები ვართ. ეს ტყუილია. ქართველებმა იციან მეგობრობა. გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან, რასაც ვაფასებთ, ამისთვის მადლობას ვუხდით, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობები მდორე დინებაზე გადავიდა და ამ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სხვა სტრატეგიულმა პარტნიორებმა გაუსწრეს კონკრეტული ღონისძიებების, ბენეფიტების გენერირების მიმართულებით. მაგალითად, ჩინეთმა უკვე მოახერხა უვიზო რეჟიმის შემოღება, ძალიან მალე იქნება პირდაპირი ფრენები. დღეს დაგვაყვედრეს, თურმე რუსეთთან გვაქვს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, ამ ხალხს სერიოზულად ღალატობს მეხსიერება თუ ასეთი მავნებლები არიან. შეგახსენებთ, რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მოხარული ვიქნები, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე პირდაპირი ფრენების შესახებ. რა არის ამაში ცუდი? ყველაფერში ცუდის დანახვა შეიძლება? ევროკავშირი თუ გვიშვებს თავისუფლად და შენგენის ზონაში გადავადგილდებით უვიზოდ, რა პრობლემა არის, რომ აშშ-ში გადავადგილდებოდეთ, რომელიმე შტატს დავიპყრობთ თუ რა იქნება? არ უნდა გიხაროდეთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველას მოგცეთ საშუალება, ჩასხდეთ თბილისში და ჩაფრინდეთ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში ან სხვა რომელიმე შტატის დედაქალაქში? რა არის ამაში ცუდი და დასაძრახი? ანუ, როგორ გავბედეთ, რომ ეს ვთხოვეთ პარტნიორს? მე ცალმხრივი გამიგია მიჯნურობა, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი, სხვა მეორე მოსაზრება ამის თაობაზე არ არსებობს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა