იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში?! - პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
საქართველო, თბილისი - 14:00 | 19.03.2024 ნანახია: 650„როგორ ხდება, რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია სურსათზე ფასები, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება ეს პროდუქტები. იგივეს ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებით - თუ ტერმინალში მოტანილი საწვავი ღირს 1.65 ლარი, როგორ ხდება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ერთი დეპუტატიც არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამ სამართლიან კითხვებს გასცემდა პასუხს“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხვნა-თესვის სამუშაოები ახლოვდება და ხალხს ძალიან უჭირს მაღალი ფასების პირობებში მიწის დამუშავება, ამიტომ რჩება ერთადერთი არჩევანი - ან შეეგუონ სიღარიბეს ან გაიქცნენ საქართველოდან.
„ფასები მაღალია, ანაზღაურება არ არის შესაბამისი. ჩვენ გვინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე დააფიქსიროს პოზიცია ან ერთად ვისაუბროთ საკითხის გადაწყვეტაზე. თუ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან?! ადამიანები საქართველოდან უცხოეთში მიდიან ყველაზე მძიმე სამუშაოების შესასრულებლად. „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან, საქართველოს რიგითი მოქალაქეები - ღარიბდებიან. ეს არის უსამართლო. იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში თუ არ არის ქვეყანაში კორუფცია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა