ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე - ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველო, თბილისი - 18:47 | 18.03.2024
ნანახია: 541

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.

„ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემა უკანონოა.

„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უაღრესად შეზღუდულ გარემოში, სისტემური შიდა რეპრესიების პირობებში, ეუთო-ს დამკვირვებლების გარეშე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემა უკანონოა“, – წერს პიტერ სტანო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე