ჩინეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 18.03.2024
ნანახია: 2211

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

„თქვენი ხელახლა გამარჯვება რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობის დროს რუსეთს უფრო დიდი მიღწევები ექნება“, – განაცხადა სიძინპინმა.

ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ასევე მიულოცა ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი გულწრფელად ულოცავს ვლადიმერ პუტინს გადამწყვეტ გამარჯვებას და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინს მიულოცა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროც.

„ჩვენმა ძველმა ძმამ ტრიუმფალურად გაიმარჯვა, რაც კარგია მსოფლიოსთვის“, – ამბობს მადურო.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. ვლადისლავ დავანკოვმა ხმათა 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე