ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 16:48 | 15.03.2024
ნანახია: 2367

მედიის ცნობით, ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ადგილობრივები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე მოქალაქეების დასახმარებლად იმყოფებოდნენ, დაშავდა დაახლოებით 46 ადამიანი, მათ შორის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, დაშავებულთა შორის არიან მძიმედ დაჭრილები.

ამ დროისათვის დგინდება დაშავებულთა რაოდენობა. კიპერის თქმით, ყველა დაშავებულს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.

დარტყმის შედეგად დაზიანდა 10 საცხოვრებელი სახლი, გაჩნდა ხანძარი.

ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე 50 მაშველი და სასწრაფო დახმარების 8 ეკიპაჟი მუშაობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე