ფრონტზე უკეთესი ვითარებაა, რუსეთის წინსვლა შეჩერებულია - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 08:55 | 13.03.2024
ნანახია: 922

ფრონტზე უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის წინსვლა შეჩერებულია“, - თქვა ზელენსკიმ.

 “მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ჰქონდა სირთულეები ჭურვებთან, მობილურობასთან და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების დიდ რაოდენობასთან და სიმჭიდროვესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კარგად იმუშავეს რუსული ავიაციის წინააღმდეგ და გაათანაბრეს სიტუაცია, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა აღმოსავლეთით არსებული ვითარების შესახებ.

მან დასძინა, რომ უკრაინის ოპერაცია შავ ზღვაში გრძელდება, იქ არის შედეგები, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა და გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინსვლა ახლა შეჩერებულია, „ხვალ ან ერთ კვირაში ან ერთ თვეში მათ შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი მილიონი არტილერია“.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა საკმარისად გამაგრებული უკრაინის თავდაცვის ხაზები, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში სამი ასეთი ხაზია და ისინი ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.

ფრანგმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს ზელენსკის, რას ფიქრობს პრეზიდენტ მაკრონის სიტყვებზე, რომ ის არ გამორიცხავს დასავლეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

„ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ, როდესაც ის ჩამოვა {კიევში}“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა დიდი ხანია თანამშრომლობს მოკავშირეებთან კიბერთავდაცვის, დაზვერვის მონაცემების გაზიარებისა და ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების სასწავლო მისიების მიმართულებებით.

„მაგრამ როცა ჩვენი ბიჭები წვრთნებიდან დაბრუნდნენ, მათ მოუწიათ უკრაინაში ადაპტაცია და აქ სწავლა რამდენიმე თვის განმავლობაში. პროცესი ორჯერ გახანგრძლივდა. ამიტომ, {მაკრონის} წინადადება იყო, რომ შევამციროთ დრო და ჩავატაროთ სასწავლო მისია პირდაპირ უკრაინაში“, - თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ ინსტრუქტორებისა და საწვრთნელი მისიის საფრანგეთიდან უკრაინაში ჩასვლა აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე