ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი არ არის და არც იქნება მშვიდობიანი ნატო-ს და განსაკუთრებით პოლონეთის მიმართ, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვიტოს ღია კონფლიქტი ნატო-სთან - დონალდ ტუსკი

საქართველო, თბილისი - 08:54 | 13.03.2024
ნანახია: 631

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მისი უსაფრთხოებისთვის რისკია, თუმცა ქვეყნისთვის ომის საფრთხე ჯერ არ არსებობს. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თქვა, რომ არსებობს ინციდენტები, განსაკუთრებით, საჰაერო სივრცეში.

”ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი არ არის და არც მომავალში იქნება მშვიდობიანი დასავლეთის, ნატო-ს და განსაკუთრებით ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის, განსაკუთრებით პოლონეთის მიმართ, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს ღია კონფლიქტი ნატო-სთან“, - განაცხადა მან.

ტუსკის თქმით, ასეთი სცენარის ალბათობა გაიზრდება, თუ ნატო პრაქტიკულად შეწყვეტს ფუნქციონირებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე