მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობაზე გადაიტანა და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 08:53 | 13.03.2024
ნანახია: 604

მიხეილ სააკაშვილის შეცდომა დაუშვა, როდესაც აქ ცენტი ჯანმრთელობაზე გადაიტანა და ამით თავისუფლება ცდილობდა თავისუფლებას, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემი პოზიცია სააკაშვილის პატიმრობასთან არის იგივე, რაც იყო მისი დაპატიმრების შემდეგ. ჩემი აზრით, ის არის პოლიტიკური მოტივებით დაკავებული. ციხეში არ ზის იმის გამო, რომ რაღაც დანაშაულები ჩაიდინა. მჯერა, შეიძლება, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, ოღონდ მომავლის სასამართლოს წინაშე და კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგის გამო არ ზის ციხეში. ის ზის იმის გამო, რომ ივანიშვილმა მოიშორა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი. ამაში დარწმუნებული ვარ. მოტივი, რატომ უნდა იყოს გათავისუფლებული, ყოველთვის იყო ეს.

ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები გადაიტანა ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას. მგონია, რომ ამის შედეგებს ახლა იმკის სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობაც“. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის შეუცვლელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამდენი წლის განმავლობაში მასთან მიახლოებულიც კი ვერ გამოკვეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ სწორი სტრატეგია იქნება ის, რომ აქცენტი სააკაშვილზე გააკეთონ. ხმების უდიდესი უმრავლესობა, რასაც პარტია იღებს, არის სააკაშვილის ხმები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე