სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 12.03.2024
ნანახია: 633

სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. 

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე.

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. არახამიამ სამი პუნქტი დაასახელა, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, სჭირდება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“, – დაწერა დავით არახამიამ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე