გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა, არ მესმის - ანალენა ბერბოკი რომის პაპის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 18:00 | 11.03.2024
ნანახია: 758

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა.

"გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა. არ მესმის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ". - ამბობს ბერბოკი.

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

”ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.

იმის გამო,რომ პაპის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანს აღნშნულ ი განცხადების შესახებ განმარტების გაკეთება მოუწია. ვატიკანის განმარტებით, პაპი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და არა კაპიტულაციისკენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე