„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს VOLVO XC60-სა და XC90-ზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 18:38 | 06.03.2024 ნანახია: 3381„ვოლვო ქარ საქართველო“ შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებს VOLVO XC60-სა და XC90-ზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს. ვოლვოს ორივე მოდელი Plug-in ჰიბრიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები აღჭურვილია ელექტრული და შიგაწვის ძრავით. Plug-in ჰიბრიდული მოდელების შემთხვევაში თუ ელექტროძრავა დასამუხტია, ავტომობილი ავტომატურად გადაირთვება შიგაწვის ძრავაზე.
თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ხელმძღვანელი: „ვოლვოს ორივე Plug-in ჰიბრიდული მოდელი აღჭურვილია 2.0 BI ტურბო ძრავით, რაც 455 ცხენის ძალას უტოლდება. დღეს ყველას გვესმის რომ გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა თავისთავად გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომელსაც ყველაზე მეტად სწორედ დამუხტვადი ჰიბრიდები პასუხობს. Volvo-ს ამ ორივე მოდელს ერთი სრული დამუხტვის შემთხვევაში 70-80 კილომეტრის გავლა შეუძლია, რომლის ამოწურვის შემდეგაც ავტომობილი გადადის ჰიბრიდულ ძრავაზე. XC90-ის შემთხვევაში შერეული წვა არის დაახლოებით 9-10 ლიტრი, XC60-ის კი 8-9 ლიტრი.
ვოლვოს ფლაგინ ჰიბრიდების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ავტომობილის დამუხტვის შემდეგ შესაძლებელია, გადაადგილდეთ ჰიბრიდული ძრავით , ხოლო ელექტროძრავა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ, მაგალითად, საცობებისთვის. გარდა ამისა, ავტომობილის დატენვას თუ ვერ მოახერხებთ, მას თავად შეუძლია, მოძრაობის დროს დაიმუხტოს.”
XC90 და XC60 ვოლვოს Plug-in ჰიბრიდებში ყველაზე გაყიდვადი მოდელებია. ორივე მათგანს მოჰყვება დამტენები, რომლებითაც ავტომობილების დამუხტვას ავტოფარეხშიც შეძლებთ.
XC90 Plug-in ჰიბრიდი ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია. შვიდადგილიანი, SUV ტიპის ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.
XC60 plug-in ჰიბრიდი საშუალო ზომის, ხუთადგილიანი SUV-ია, რომელიც, საოჯახო ტიპის საუკეთესო მოდელად მიიჩნევა. ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით.
ვოლვოს ორივე Plug-in ჰიბრიდული მოდელი სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინით არის შექმნილი. XC90 და XC60 აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და მძღოლის დამხმარე სისტემებით: Pilot Assit, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, 360-გრადუსიანი კამერა, სალონში ჰაერის საწმენდი ტექნოლოგია და სხვა. თითოეულ მოდელში ჩაშენებულია Google-ის სისტემები, რომელთა დახმარებითაც მძღოლს ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე აქვს წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
Volvo-ს ავტომობილების შეძენა მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში შეუძლია. მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კი კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა