რუსეთმა ოდესას იმ დროს დაარტყა, როდესაც იქ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა - მედია

საქართველო, თბილისი - 18:32 | 06.03.2024
ნანახია: 960

რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესაზე, როდესაც ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი სტუმრობდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, რუსული ჯარების სამიზნე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი იყო. ზელენსკი მიცოტაკისს უნდა შეხვედროდა.

გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

„პრემიერ-მინისტრისა და საბერძნეთის დელეგაციის უსაფრთხოების შესახებ არანაირი შეშფოთება არ არსებობს“, - განაცხადეს მთავრობის ოფიციალურმა წყაროებმა.

”ჩვენ ყველანი კარგად ვართ”, - თქვა მანამდე საბერძნეთის სახელმწიფო მინისტრმა სტავროს პაპასტავრუმ გამოცემასთან კომენტარში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა. რეგიონში სასწრაფოდ გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში.

მანამდე ზელენსკიმ მიცოტაკისთან განიხილა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები.

მანამდე ბერძნული მედია იუწყებოდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შესაბამის უწყებებს დაავალა, მოემზადებინათ უკრაინაში აღჭურვილობისა და იარაღის პაკეტის გადაცემის პროცედურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე