გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ განათლების დამღუპველი უწოდა, თურმე გორში 2006 წლიდან ყოფილა რესურსცენტრის უფროსად, ლექსიც მიუძღვნია სააკაშვილისთვის - რომან გოცირიძე
საქართველო, თბილისი - 17:17 | 06.03.2024 ნანახია: 951გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული ყოფილა გორში 2006 წლიდან განათლების განყოფილების უფროსად, ლექსიც მიუძღვნა პირადად მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
„მეცნიერების კანონის განხილვისას, რომელიც ამავე დროს მეცნიერთა აკადემიის განხილვას ეხებოდა, გიორგი სოსიაშვილი, რომელიც ახლად შემოსული დეპუტატია გორიდან, თავს დაესხა მთელ ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობას“ განათლების დამღუპველი და მეტასტაზების გამავრცელებელი უწოდა, მეც უხეშად შემეხო. მერე აღმოჩნდა თურმე, რომ ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული ყოფილა გორში 2006 წლიდან განათლების განყოფილების უფროსად, რესურს ცენტრის უფროსად. მისი დანიშვნის ფოტო არის აგერ, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას და ხელში დიდი გასაღები უჭირავს, რომ განათლების კარები და ახალგაზრდების გულები გააღოს. ამავე დროს, იმ დღეს მან ლექსი მიუძღვნა, რომელიც თავისუფლად იძებნება „ფეისბუქზე“, ლექსი პირადად მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა. წაგიკითხავთ ერთ პატარა ციტატას: „გორში ჩამობრძანებულ მიხეილ სააკაშვილს ღიმილით გაფენილი სახეებით და გულმხურვალედ ეგებებოდნენ. ეს არ იყო შეკვეთილი ღიმილ-სალამი, ეს ალალი ღიმილი იყო“ და ასე შემდეგ. მარტო „ფეისბუქში“ კი არ ყოფილა, წიგნიც გამოუცია. „ლანდები მზისფერი წარსულიდან“, ავტორი გიორგი სოსიაშვილი, ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი. გადავდივართ ამ წიგნში უკვე ვრცლად, ციტატები, ბიოგრაფია და მისი ლექსი სააკაშვილისადმი, რომელსაც ეტყობა ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ, მაგრამ უცებ „ოცნებაში“ აღმოჩნდა და როგორ აღმოჩნდა, ეს ღმერთმა იცის. ქამელეონების ისტორია – შეიძლება, ასე დავახასიათოთ ეს მოვლენა. სხვათა შორის, პირველად როდესაც გამოვიდა ტრიბუნაზე, ხატია დეკანოიძეს დაესხა თავს. თქვენ ის ხატია დეკანოიძე არ ხართ, განათლების მინისტრი რომ იყავით „ნაცების“ დროსო? და ზუსტად იმ დროს თურმე ეს განათლების რესურსცენტრის უფროსი ყოფილა გორში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა