შეგიძლიათ, ბიულეტენებზე დააწეროთ „ნავალნი“ - იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 06.03.2024
ნანახია: 897

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, 17 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს პროტესტს შეუერთდნენ და ხმა მისცენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ან გააფუჭონ ბიულეტენები. 

„ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს – 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა, შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად „ნავალნი“. ეს არ არის არჩევნები, პუტინი არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 17 მარტს, შუადღეს, ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ და ერთმანეთი დავინახოთ, დავინახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ, – განაცხადა ალექსეი ნავალნაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე