კურსკში, რამდენიმე საწარმოზე დრონებით თავდასხმა მოხდა, ქალაქში განგაშია

საქართველო, თბილისი - 15:47 | 06.03.2024
ნანახია: 881

კურსკში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმით შემდეგ, საწვავის რეზერვუარი იწვის, ქალაქში განგაშია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცეცხლი მიხალოვსკის სამთო-გადამამუშავებელი საწარმოს საწყობში გაჩნდა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო, რომელიც რუსეთში რკინის მადანს მოიპოვებს და ამუშავებს. ის რუს მილიარდერ ალიშერ უსამანოვს ეკუთვნის.

მანამდე, კურსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ხანძრის ვიდეოც.

ასევე ჟელეზნოგორსკში დრონით თავდსხმა მოხდა საწვავის და საპოხი მასალის საწყობზე. ამის გამო კურსკში გამოცხადებულია სარაკეტო თავდასხმის საფრთხე და მოქალაქეებს ურჩევენ თავი შენობებს შეაფარონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე