ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან, „ქართული ოცნების“ ბრალია, მათი ექსტრადირება რატომ არ მოითხოვეს? ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:28 | 06.03.2024
ნანახია: 721

ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებული, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, 12 წელი რას აკეთებენ? არ იცოდნენ, კეზერაშვილი და ადეიშვილი სად იყვნენ? მათი დაპატიმრება და ექსტრადირება რატომ არ მოითხოვეს? – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდება.

„კეზერაშვილი რომ დააკავეს, მთავარმა პროკურატურამ მტკიცებულებები რატომ არ წარადგინა, მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო? ეს იყო პოლიტიკური გარიგება, კეზერაშვილსაც თავი დაანებეს და ადეიშვილსაც. ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, არიქა, ადეიშვილი იქ არისო. სახელმწიფო თუ ხარ, გაქვს პროკურატურა, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე