ტერორისტული დაჯგუფების 450-ზე მეტი მებრძოლი, ღაზის სექტორში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თანამშრომელია - ისრაელის თავდაცვის ძალები

საქართველო, თბილისი - 10:36 | 05.03.2024
ნანახია: 697

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფებების, ძრითადად „ჰამასის“  450-ზე მეტი მებრძოლი, ღაზის სექტორში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თანამშრომელია.

ისრაელის სამხედროებმა 4 მარტს გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათი თქმით, ტერორისტი, რომელიც მუშაობს  გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს სკოლაში, არაბულის მასწავლებლად, საუბრობს რამდენიმე ისრაელელი ქალის ტყვეობაში ყოფნის შესახებ და მათ "მონებს" უწოდებს.

იმავე დღეს, სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში აწამეს მისი თანამშრომლები, მათ შორის სექსუალური ძალადობის გზით, რათა მათგან მიეღოთ აღიარება 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.

მანამდე ისრაელის მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა სააგენტოს თანამშრომლები ჰამასის მებრძოლების დახმარებაში. იანვარში სააგენტომ განაცხადა, რომ რამდენიმე ბრალდებულთან კონტრაქტი შეწყვიტა და მათზე შიდა გამოძიება დაიწყო. დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ, შეაჩერეს სააგენტოსდაფინანსება გამოძიების დასრულებამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე