პუტინი სარგებლობს კონგრესის უუნარობით და ცდილობს უპირატესობის მოპოვებას სამხედრო პოზიციების გაძლიერებით - ჯონ კირბი

საქართველო, თბილისი - 10:16 | 05.03.2024
ნანახია: 893

ამერიკის პრზეიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინს უდავო პრაქტიკული სარგებელი აქვს იმით, რომ აშშ-ის კონგრესი აჭიანურებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას და ეს გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესის უმოქმედება აშკარად აძლევს პუტინს შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი სამხედრო პოზიციები ბრძოლის ველზე და მოიპოვოს უპირატესობა.

„კრემლი უდავოდ სარგებლობს ამერიკის კონგრესის უუნარობით დაეხმაროს უკრაინას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ ავდიივკის აღების შემდეგ რუსები არ ჩერდებიან და ცდილობენ უკრაინულ პოზიციების სიღრმეში შეღწევას.

მისი თქმით, უკრაინელ დამცველებს სულ უფრო უჭირთ პოზიციების გამაგრება შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე