რუსეთში ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, რომელიც საბრძოლო მასალის გადასატანად გამოიყენებოდა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 04.03.2024
ნანახია: 844

დღეს, 4 მარტს დილით, რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე აფეთქება მოხდა.

რუსული მედია წერს, რომ „მიმოსვლა შეაფერხა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში გარეშე პირების უკანონო ჩარევამ“. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ხიდის საყრდენი კონსტრუქციები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც ინციდენტი დაადასტურა, განაცხადარომ, რუსეთი რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას უახლოესი კვირების განმავლობაში ვერ გამოიყენებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე