პოლონეთის საზღვარზე ვითარება დიდი ხანია ეკონომიკასა და მორალს გასცდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 10:52 | 04.03.2024
ნანახია: 733

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა დიდი ხანია ეკონომიკასა და მორალს გასცდა.

„საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან, კერძოდ, პოლონეთის საზღვარზე, რომელიც დიდი ხანია გასცდა როგორც ეკონომიკის, ისე მორალის ფარგლებს.

უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სისხლიანი ქვეყნის სირთულეები შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. თუმცა ამასაც გადავლახავთ.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეუძლია გაუძლოს, მიაღწიოს თავის მიზნებს და დაამარცხოს რუსული ტერორი. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ამას," - განაცხადა ზელებსკიმ ვიდეომიმართვისას.

ზედიზედ რამდენიმე დღეა, პოლონეთში ფერმერთა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება. მათი მონაწილეები ბლოკავენ გზებს, მაგისტრალებს, უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელებს. ფერმერები ეწინააღმდეგებიან უკრაინული საქონლის შედინებას, ისევე როგორც ევროპულ პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ე.წ. „მწვანე კურსთან“.

3 მარტს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ექვსივე მიმართულება ბლოკირებულია, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით 2400-ზე მეტი სატვირთო მანქანა გზის გახსნას ელოდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე