ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 18:54 | 19.02.2024
ნანახია: 712

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის იგნასიო ლულა და სილვა ისრაელმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი პეროსნა ნონ გრატად მანმდე იქნება მიჩნეული, ვიდრე ის ბოდიშს არ მოიხდის ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარების გამო.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩიც დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაელ კაცმა, რომლის მშობლები ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. ბრაზილიელი დიპლომატი ფედერიკო მაიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან, „იად ვაშემთან“ მიიყვანა, სადაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული თავისი ბებიისა და ბაბუის სახელები აჩვენა. მედიის თანდასწრებით მინისტრმა ელჩს უთხრა, რომ ლულა ისრაელში სასურველი სტუმარი არ არის

„არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული ანტისემიტური თავდასხმაა“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე