მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, მინდა ავაშენოთ სამართლიანობითა და ღირსებით სავსე რუსეთი, იბრძოლეთ და არ დანებდეთ - იულია ნავალნაია

საქართველო, თბილისი - 18:53 | 19.02.2024
ნანახია: 660

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ მის საქმეს გააგრძელებს.

„ალექსეის მოკვლით, პუტინმა მოკლა ჩემი ნახევარი, ჩემი გულისა და სულის ნახევარი. მაგრამ მე დამრჩა მეორე ნახევარი და ის მკარნახობს, რომ არ მაქვს დანებების უფლება... მე გავაგრძელებს ალექსეი ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნავალნაიამ ვოდეომიმართვაში.

მისი თქმით, ალექსეი ნავალნის უყვარდა რუსეთი და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ქვეყანაში მისი სიცოცხლისთვის იქ არსებული საფრთხის მიუხედავად.

„რუსეთი, თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მომავლის მშვენიერი რუსეთი, რომელზეც ასე ოცნებობდა ჩემი ქმარი, აი, რა გვჭირდება. მინდა, ვიცხოვრო ასეთ რუსეთში, მინდა, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა, თქვენთან ერთად ავაშენოთ ის, სწორედ ისეთი, როგორიც წარმოედგინა ალექსეი ნავალნის – ღირსებით, სამართლიანობით და სიყვარულით სავსე“, – განაცხადა ნავალნაიამ.

მან მოუწოდა რუსეთი მოქალაქეებს, დადგნენ მის გვერდით და გაიზიარონ „არა მხოლოდ მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, არამედ ბრაზი, სიძულვილი, მათ მიმართ, ვინც გაბედა ქვეყნის მომავლის მოკვლა. „აუცილებელია ერთ უზარმაზარ მუშტად შევიკრათ და დარტყმა მივაყენოთ ამ შეშლილ რეჟიმის, პუტინის, მის მეგობრებს, ფორმაში ჩაცმულ ბანდიტებს, ქურდებსა და მკვლელებს, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა ნავალნაიამ.

ნავალნაიამ ომის, კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე სამართლიანი არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლებისკენ მოუწოდა. „ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად....წარმოუდგენელი მსხვერპლი, რომელიც მან (ალექსეი ნავალნიმ) გაიღო, შესაძლებელია ამაო არ იყოს. იბრძოლეთ და არ დანებდეთ. მე არ მეშინია და თქვენც არ შეგეშინდეთ, ”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ნავალნი ვერ გატეხეს. „ზუსტად ამიტომ მოკლა ის პუტინმა, რომელმაც გადაწყვიტა თვალებში ჩაეხედა ან უბრალოდ მისი სახელი ეთქვა. და ისევე ბოროტად და ლაჩრულად ახლა მალავენ მის ცხედარს, არ აჩვენებენ დედას, არ აბრუნებენ, საცოდავად იტყუებიან და ელიან: როდის გაქრება იქ პუტინის მორიგი „ნოვიჩოკის“ კვალი“, - აღნიშნა ნავალნაიამ.

მან პირობა დადო, რომ მალე დაასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი პუტინმა. „ამაზე მალე მოგიყვებით. ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული, აუცილებლად გავარკვევთ. ჩვენ დავასახელებთ მათ გვარებს და ვაჩვენებთ სახეებს. თუმცა მთავარია, რისი გაკეთება შეგვიძლია ალექსეისთვის და ჩვენთვის, ეს არის ბრძოლის გაგრძელება“,- თქვა ნავალნაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე