Shell-ის მაღალი ხარისხის ზეთები სპეციალურად BMW-ს მფლობელებისთვის - ექსკლუზიური შესაძლებლობა „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს
საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.02.2024 ნანახია: 2319მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების, Shell-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში, Transcaucasian Distribution Company წელს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლით იწყებს. „თეგეტას“ შვილობილი კომპანია 2024 წლიდან მომხმარებელს Shell-ის სპეციალურად BMW-ს მარკის ავტომობილებისთვის შექმნილი ძრავის ზეთებს სთავაზობს.
იმ დინამიკისა და შესრულების დონის მისაღწევად, რასაც BMW-ს წარმოების მანქანები გვთავაზობენ, საუკეთესო ხარისხის ზეთის გამოყენებაა საჭირო. ამ საქმეს თავად ბრენდი უკვე წლებია, Shell-ის წარმოებას ანდობს. სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, ქართული ბაზრისთვის ექსკლუზიური შესაძლებლობა გაეჩინა – 2024 წლიდან „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში Shell-ის სპეციალურად BMW-სთვის შექმნილი ზეთების ყიდვა შეგიძლიათ.
ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერი: „საქართველოში საკმაოდ პოპულარულია BMW-ს მარკის ავტომობილები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათი მფლობელებისთვის ის ძრავის ზეთი შეგვეთავაზებინა, რომელსაც თავად ბრენდი გლობალურად იყენებს. ამ ზეთის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორისაა: უსაფრთხოება, ხარისხი, ეკონომიურობა, ეფექტურობა და სხვა.
BMW-ს ორიგინალი ძრავის ზეთი ხარისხის მკაცრ სტანდარტებსა და გარემოსდაცვით ტესტებს ეფუძნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ, თავი დაცულად იგრძნონ და დარწმუნებულები იყვნენ ძრავის გამართულად მუშაობაში, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხოების გარანტია. გარდა ამისა, ორიგინალი ზეთის გამოყენება ხელს უწყობს CO2 გამონაბოლქვის შემცირებას და ზეთის ნაკლებ მოხმარებას, რაც საწვავის დაზოგვის კუთხითაც მნიშვნელოვანია“.
Shell-ისა და BMW Group-ის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. ცოტა ხნის წინ მათი პარტნიორობის ხელშეკრულება განახლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Shell კვლავაც რჩება გლობალური მასშტაბით BMW-სთვის ძრავის ზეთის მთავარ მიმწოდებლად. BMW Group-ში მიაჩნიათ, რომ Shell-ის მაღალი ხარისხის პროდუქცია ეხმარება BMW-ს, მომხმარებელს იდეალური გამოცდილება შესთავაზოს.
ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერი: „Shell-სა და BMW Group-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის ახლახან განახლდა, 150-ზე მეტ ქვეყანას ფარავს. ეს კონკრეტული ზეთი Shell PurePlus ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც საბაზისო ზეთების ბუნებრივი აირისგან წარმოებას მოიაზრებს. საბაზისო ზეთები საპოხი მასალის 80%-ს შეადგენს და ძრავის ზეთის ძირითადი კომპონენტებია. Shell-ის ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია, 40 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შემუშავდა და ბუნებრივ აირს კრისტალურად გამჭვირვალე საბაზისო ზეთად გარდაქმნის.
ისეთი წამყვანი პრემიუმ მწარმოებლის მხრიდან, როგორიც BMW-ა, ასეთი ნდობის გამოცხადება Shell-ის ტექნოლოგიის უდავო უპირატესობაზე მიუთითებს“.
როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოში, ბრიტანული ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. BMW-ს მფლობელებისთვის სპეციალურად ამ მარკისთვის დამზადებული ძრავის ზეთის შეთავაზებაც, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის გაზრდას ემსახურება.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Transcaucasian Distribution Company 2010 წელს დაარსდა და რეგიონულ ბაზარს პრემიუმ ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. ესენია: Shell, Brembo, Energizer, Exide, Deta, Hagen, Hengst, Mann, Filtron. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების დისტრიბუციას TDC საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა