არ მინდა გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც ვაჩვენეთ პუტინის მიმართ 2008 წელს, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა - დევიდ ქემერონი ამერიკელ კონგრესმენებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 15.02.2024
ნანახია: 1215

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა ამერიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, არ გაიმეორონ პუტინთან მიმართებით ჰიტლერის მიმართ დამშვიდების პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები და სასწრაფოდ დაამტკიცონ კანონპროექტი უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების შესახებ.

„არ მინდა გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის მიმართ 1930-იან წლებში […] მე არ მინდა გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც ვაჩვენეთ პუტინის მიმართ 2008 წელს, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ან არადამაჯერებლობა ჩვენს პასუხში 2014 წელს, როდესაც მან დაიპყრო ყირიმი და დონბასის უმეტესი ნაწილი, რათა 2022 წელს აგრესიის ახალი აქტი ჩაედინა, რაც გაცილებით ძვირი გვიჯდება“, - წერს ლორდ ქემერონი ამერიკულ გამოცემა The Hill-ში.

ქემერონის განცახდებით, ძნელი წარმოსადგენია უფრო ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ერთი ქვეყანა თავს ესხმის მეორეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

”ერთ მხარეს არის პუტინი, რომელიც იმედოვნებს, რომ გააფართოვებს თავის იმპერიას. მას მიაჩნია, რომ ჩვენ სუსტები ვართ. ის ფიქრობს, რომ შეუძლია თავი დააღწიოს ამ აგრესიის აქტს, ყველაზე შოკისმომგვრელს, რაც გვინახავს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში“, - წერს ქემერონი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე