ესტონეთმა, შესაძლოა, რუსეთთან საზღვარი დაკეტოს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 14.02.2024
ნანახია: 978

რუსეთის მხრიდან მიგრაციული ზეწოლის გამო, ესტონეთი შესაძლოა იძულებული გახდეს სასაზღვრო-გამშვები პუნტქები დროებით დახუროს. ესტონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან და დაუყოვნებლვ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე მიზანმიმართულად მიიყვანა უცხოელთა ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში შესვლის კანონიერი უფლება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ აღნიშნული ქმედებები გაგრძელდება, ხელისუფლებაიძულებული ქნება დახუროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, როგორც ეს უკვე გაკეთდა ფინეთში მიგრაციის ზეწოლის გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე