აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 14.02.2024
ნანახია: 970

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს. იუწყება СNN

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას ფლობს, რის შედეგადაც პალატამ 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს.

რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა სერიზოული დანაშაულები და გადაცდომები აშშ-ს სამხრეთ საზღვრებთან მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებასთან დაკავშირებით და აცხადებენ,რომ მან ვერ შეძლო დადებული ფიცის შესრულება და მოვალეობის შესრულება საზღვრის დასაცავად.

მაიორკასის იმპიჩმენტის საკითხს ახლა სენატი განიხილავს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.

იმპიჩმენტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მას არაკონსტიტუციური პარტიულობის აშკარა აქტი და პოლიტიკური მოქმედება უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე